კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. 22 წლის გიორგი მამნიაშვილს გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მანქანა დაეჯახა. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
თვითმხილველების განცხადებით, მამაკაც „ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომანქანა მაშინ დაეჯახა, როცა ის გზაზე გადადიოდა.
„ბე-ემ-ვეს" მძღოლი დაკავებულია. ერთ-ერთი ინფორმაციით, დაღუპული ცუდად გახდა, რის გამოც გზის გადაკვეთა დროულად ვერ შესძლო.