ხაშურის რაიონულმა სასამართლომ „ქართული პარტიის" გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს კახა ერგემლიძეს, რომელიც სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით იყო დაკავებული, 25-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
არმომხდარი კანონდარღვევის „საფუძველზე" მიღებული ეს გადაწყვეტილება კახა ერგემლიძის პარტიულ საქმიანობას უკავშირდება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ მორჩილად ასრულებს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთებს.