გლდანის მასივში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 35 წლის ელდარ მამედოვს ბლაგვი იარაღით ჭრილობა გულში აქვს მიყენებული.
დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოიძიება უკვე დაწყებულია. რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის მიზეზი, ამას მოკვლევა დაადგენს.