"ეროვნული საბჭოს" ლიდერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ის, რომ საქართველოში რევოლუციური პროცესები აქტიურია, ხელისუფლების ბრალია.
"ის, რომ საქართველოში რევოლუციური პროცესები ძალიან აქტიურია, ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია. როცა ხელისუფლება უარს ამბობს სამართლიანი არჩევნებისთვის შექმნას პირობები, ამით არგუმენტს აძლევს რევოლუციურად განწყობილ პარტიებს, გავიდნენ ქუჩაში და დაიწყონ საპროტესტო გამოსვლები", - განუცხადა ძიძიგურმა ჟურნალისტებს.
რაც შეეხება მოვლენების შესაძლო განვითარებას 21 მაისიდან, ძიძიგური სიტუაციის დაძაბვას არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება დარჩენილ ორ დღეში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მზადყოფნასთან დაკავშირებით სიტყვიერ განცხადებას მაინც არ გააკეთებს.
"ხელისუფლებას შეუძლია განცხადების გაკეთება და იმის თქმა, რომ მზადაა წამოვიდეს დათმობებზე. ის კონსტიტუციას ცვლის ერთ კვირაში და საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანა რა გახდა?", - განმარტა ძიძიგურმა.