ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ქვეყნის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიჭრა ინფორმაციას The Telegraph ადგილობრივი მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. .
გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ლიდერი ფეხში დაიჭრა და იძულებული გახდა გაქცეულიყო საავარიო გასასვლეიდაბ მას შემდეგ, რაც ისრაელმა თეირანს ექვსი რაკეტა დაარტყა ივნისში მიმდინარე 12-დღიანი ომის დროს.
ეს ინფორმაცია, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Fars-მა გაავრცელა, ადასტურებს ფეზეშქიანის განცხადებებს, რომელიც მან ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში გააკეთა, რომ ისრაელმა მისი მოკვლა სცადა.
Fars-ის ცნობით, 70 წლის პრეზიდენტი 16 ივნისს ფეხში დაჭრეს, იმ დროს მასთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი და სასამართლო ხელისუფლების თავმჯდომარე მოჰსენი ეჯეი.
„თავდასხმა ორშაბათს, 16 ივნისს, შუადღემდე მოხდა, დასავლეთ თეირანში, შენობის ქვედა სართულებზე, მთავრობის სამი შტოს ხელმძღვანელებთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს შეხვედრის დროს.
თავდამსხმელებმა შენობის შესასვლელებსა და გასასვლელებში ექვსი ბომბი ან რაკეტა ისროლეს, რათა გაქცევის გზები გადაეკეტათ და ჰაერის მიწოდება შეეზღუდათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ჟურნალისტების ცნობით, თავდასხმის შედეგად სხვა ადამიანებიც დაშავდნენ.
„ევაკუაციის დროს ზოგიერთმა თანამდებობის პირმა, მათ შორის პრეზიდენტმა, ფეხის მსუბუქი დაზიანებები მიიღო“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ისინი „წინასწარ დაგეგმილი საავარიო გასასვლელით“ გაიქცნენ.
„აფეთქებების შემდეგ, სართულზე ელექტროენერგიის მიწოდება გაითიშა“, - აღნიშნა Fars-მა.
ამავდროულად, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალმა მოჰსენ რეზაიმ განაცხადა, რომ ისრაელმა „ექვსი წერტილზე დაარტყა იმ ადგილას, სადაც ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭო იკრიბებოდა, თუმცა მისი არცერთი წევრი არ დაშავებულა“.
პოლიტიკურ მიმომხილველ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ფეზეშქიანმა აღნიშნა, რომ ისრაელმა მისი მოკვლა სცადა, თუმცა არ თქვა, რომ დაშავდა.
„მათ [ჩემი მოკვლა] სცადეს, დიახ... შესაბამისად მოიქცნენ, მაგრამ ვერ შეძლეს“, - აღნიშნა მან.