ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა მზადაა უპირობოდ დაუჭიროს მხარი მოსკოვის ყველა ქმედებას, განსაკუთრებით უკრაინასთან ომთან დაკავშირებით.
„კიმ ჩენ ინმა დაადასტურა, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა მზადაა უპირობოდ დაუჭიროს მხარი და წაახალისოს რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ უკრაინის კრ- იზისის ძირითადი მიზეზის დასაძლევად მიღებული ყველა ზომა,“- იუწყება მედია
ლავროვი სამდღიანი ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება.
კიმი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელს აღმოსავლეთ სანაპირო ქალაქ ვონსანში შეხვდა, სადაც მან ლავროვს განუცხადა, რომ „მოკავშირეების მიერ რადიკალურად ცვალებად გლობალურ გეოპოლიტიკაზე რეაგირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“.
ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის შემდეგ, ლავროვი ჩინეთში გამგზავრებას გეგმავს, რათა მონაწილეობა მიიღოს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაში, რომელიც 14-15 ივლისს გაიმართება.