2025 წლისთვის ექვს ქვეყანაზე, რომელთა ბაზრის ფორმირებაც ხდება - ბრაზილია, ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია, სამხრეთ კორეა და რუსეთი - მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ნახევარი მოვა. იმავდროულად, საერთაშორისო სავალუტო სისტემაში, სავარაუდოდ არ იქნება ერთი დომინირებული ვალუტა. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ბანკის მოხსენებაში.
მოხსენების მიხედვით, აღნიშნული ქვეყნები, რომლებიც წარმატებით ავითარებენ ეკონომიკურ პოტენციალს, საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების მეშვეობით ხელს შეუწყობენ დაბალი შემოსავლის მქონდე ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდას. მოხსენების ავტორები მიიჩნევენ, რომ 2011-2025 წლებში ქვეყნების ჯგუფი ეკონომიკური ზრდა 4,7 % იქნება, მაშინ, როდესაც განვითარებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,3 %-ია ნავარაუდევი, მაგრამ განვითარებული ქვეყნები კვლავინდებურად მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ გლობალურ ეკონომიკაში. ევროზონა, იაპონია, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო და აშშ შეასრულებენ მნიშვნელოვან როლს გლობალური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ჯასტინ იფ ლინი აცხადებს, რომ ბაზრის მაფორმირებელი ქვეყნების ტრანსნაციონალური კორპორაციები სულ უფრო და უფრო ძლიერდებიან, რაც გლობალური მრეწველობის სტრუქტურას ცვლის, განსაკუთრებით სწრაფი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს მოუწევთ სწრაფი ადაპტაცია ცვალებადი ეკონომიკის ლანდშაფტის პირობებში, რათა არ დაკარგონ აქტუალურობა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური ზრდის და უფრო დიდი რისკების დაძლევისთვის განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს მოუწევთ შიდა ინსტიტუტების რეფორმირება, მათ შორის ეკონომიკურ, ფინანსურ და სოციალურ სექტორებში.