პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი დღესაც გადაკეტეს.
მანამდე აქციის მონაწილეებმა ლოზუნგით „დედები თავისუფლებისთვის“ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც მანიფესტი წაიკითხეს და განაცხადეს, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.
მანიფესტი მსახიობმა ეკა დემეტრაძემ წაიკითხა.
ქართველ ქალებს ყოველთვის რთული და დიდი ქარტეხილები ჰქონდათ თავზე. ქართველი ქალი ყოველთვის იყო სიმბოლო გამძლეობის, გამარჯვების, თავისუფლებისთვის ბრძოლის და უდიდესი სიძლიერის და ეს დღესაც ასეა. არ აქვს მნიშვნელობა ივანიშვილი იქნება თუ რომელიმე პარტია, როდესაც ასეთ ტოტალურ უსამართლობაში ვართ, ყოველთვის საბოლოო ჯამში, ყველაზე დიდი დატვირთვა და სიმძიმე დედების თავზე გადადის, იმიტომ, რომ დედებს შვილები ციხეებში ჰყავთ. ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ამ შეუპოვარი დედების ყურებაა და ასევე მოტივაციის მომცემიც. მე მგონია, რომ ჩვენ, ქართელმა ქართველებმა უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი, - ამბობს მსახიობი ეკა დემეტრაძე.