აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი აცნობიერებს ტაივანში სამხედრო მოქმედებების „შედეგებს“, თუმცა არ ისაუბრა გეგმებზე, თუ ჩინეთი კუნძულზე შეიჭრება.
CBS News-თან ინტერვიუს დროს ტრამპს ჰკითხეს, უბრძანებს თუ არა ამერიკულ ჯარს ტაივანის დაცვას, თუ სი ძინპინი კუნძულზე შეიჭრება.
ტრამპმა განაცხადა, რომ მას და სი ძინპინს ეს საკითხი შეხვედრის დროს არ განუხილავთ, ამასთან, მისი თქმით, ჩინელმა მაღალჩინოსნებმა „იციან ტაივანის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს ეა შედეგებიც მოჰყვება“.
„მას [სი ძინპინს] ეს საკითხი არასდროს დაუყენებია. ხალხი ამით ცოტა გაკვირვებული იყო. მაგრამ მათ ესმით, რა მოხდება. მან ეს ღიად თქვა და მისმა ხალხმაც ღიად თქვა შეხვედრებზე: „ვიდრე ტრამპი პრეზიდენტია, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ“, რადგან მათ იციან შედეგების შესახებ“, - აღნიშნა ტრამპმა.