ორშაბათს, 3 ნოემბერს, დილით, ჩრდილოეთ ავღანეთის ერთ-ერთ უდიდეს დასახლებულ პუნქტ მაზარი-შარიფთან ახლოს მომხდარი 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტი დაშავდა. იუწყება CNN
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, ბიძგები დაახლოებით 28 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
რაც შეეხება მიწისძვრის ეპიცენტრს, ის მდებარეობდა ბალხის პროვინციის დედაქალაქ მაზარ-ი-შარიფთან ახლოს, რომელიც ცნობილია მჭიდროდ არის დასახლებული.
ამასთან, ექსპერტები აცახდებენ, რომ ამიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა გაიზარდოს, ბევრი სახლი თიხისგან არის აშენებული, რაც მათ განსაკუთრებით დაუცველს ხდის ძლიერი ბიძგების მიმართ.