აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია კახეთის რეგიონს სტუმრობდა. გიორგი ბარამია გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხესა და თელავში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილთა სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებს დაესწრო.
დევნილთა სამედიცინო გამოკვლევები აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი კვალიფიციურ ექიმთა ჯგუფი, სამედიცინო გამოკვლევებს მთელი დღის განმავლობაში ჩაატარებს. Dიძულებით გადაადგილებულ პირებს შ.პ.ს ,,ავერსი ფარმას" მიერ გამოყოფილი მედიკამენტები გადაეცათ. ობიექტში ჩასახლებულმა აფხაზეთიდან დევნილებმა ჰუმანიტარული დახამრებაც მიიღეს.
გიორგი ბარამიამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივის ,,დარგე 12 ნერგის" ფარგლებში, დევნილებთან ერთად გამწვანების აქციაშიც მიიღო მონაწილეობა.