მოსკოვის ერთ-ერთ კაფეში მომხდარი ჩხუბის შედეგად სომხეთის მოქალაქე მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩხუბი კაფე "ვოსტოჩნაია სკაზკაში" მარშალ ნედელინის ქუჩაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა 27 წლის სომხეთის მოქალაქე გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მას ჭრილობა დანით გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. ამას გარდა, იმავე კაფეში მუცლის არეში დაიჭრა 28 წლის მამაკაციც. წინასწარი ინფორმაციით, ეს ადამიანიც სომხეთის მოქალაქეა", _ იუწყება რუსული მედია და აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის დადგენილია, რომ დანაშაული უცნობმა მამაკაცმა ჩაიდინა, რომელსაც აზიური გარეგნობა ჰქონდა.
"ამ ადამიანმა ჩხუბის დროს აიღო დანა, ერთი ადამიანი მოკლა და ერთი დაჭრა. დაზარალებულები ამ ადამიანისგან თავის დაცვას ბეისბოლის ბიტით ცდილობდნენ. აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე", _ იუწყება რუსული მედია.
მასალის გამოყენების პირობები