დღეს, 11 მაისს, 11:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდება NDI- ის ფასილიტაციით ორგანიზებული შეხვედრა. შეხვედრას ჩაატარებენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ედპ-ის ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩახვაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე.
შეხვედრა შეეხება 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებს. აღნიშნული ტიპის საჯარო შეხვედრები 10 მაისს განხორციელდა ზუგდიდსა და ფოთში.