ქართველი ადვოკატების განცხადებით, ყველა ექსპერტიზა არაკომპეტენტური ექსპერტების მიერ ტარდება. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატებთან" პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ადვოკატმა მანანა კობახიძემ აღნიშნა.
"ნარკოტრეფიკის საქმესთან დაკავშირებით საქმეზე პროკურატურა ჩემი დაცვის მყოფს საპროცესო გარიგებაზე წამოსვას მხოლოდ იმ შემთხვევაში სთავაზობდა, თუ საქმეს მე ჩამოვცილდებოდი. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს ფულს სძალავენ იმისთვის, რაც არ ჩაუდენიათ", - აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, სასამართლო პროცესზე ექსპერტების დაკითხვის დროს პროკურორების წინასწარ უთანხმდებიან, რა კითხვები უნდა დაუსვან, ხოლო დაცვის მხარის კითხვებს თუ ექსპერტი ვერ პასუხობს, მას პროკურორი აპროტესტებს და მოსამართლეც აუცილებლად აკმაყოფილებს მის მოთხოვნას.
"ჩვენს სასამართლოებში სიმართლის დადგენა არ შეგვიძლია და ამიტომ იძულებულები ვხდებით, ფორმალურად ამოვწუროთ ყველა ინსტანცია, რომ შემდეგ სტრასბურგში გავასაჩივროთ", - აღნიშნა კობახიძემ.