ევროსასამართლოში საჩივრის შეტანის შემთხვევაში მსჯავრდებულს პატიმრებთან საჯაროდ აწამებენ. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრაზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ რას მსჯავრდებულის ადვოკატი საქმე ევროპის საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივრებს, იგი პატიმართა სასეირნო ბილიკზე გამოჰყავთ, აწამებენ და შეურაცხყოფას აყენებენ სხვა პატიმრების თანდასწრებით.
"ასეთი მოქცევის მთავარი მიზანია, რომ სხვა პატიმრებმა სტრასბურგში საქმის გასაჩივრება ვერ გაბედონ", - აცხადებს ხატიაშვილი.
ადვოკატის თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც წამების შემდეგ პატიმარი თავის ადვოკატს საერთაშორისო სასამართლოდან საქმის უკან გამოწვევას სთხოვს.