შვეიცარიამ დათო მაღრაძეს კულტურის ელჩის წოდება მიანიჭა
გავრცელებული ინფორმაციით, შვეიცარიის კულტურის საერთაშორისო საზოგადოება "უნივერსუმის" საპრეზიდენტო საბჭოს გადაწყვეტილებით, დათო მაღრაძეს საქართველოში კულტურის ელჩის წოდება მიენიჭა.
პოეტი ამჟამად შვეიცარიაში იმყოფება. აღნიშნული ცერემონია შვეიცარიაში გაიმართა.
დათო მაღრაძე საქართველოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება.