საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა მიმდინარეობს. როგორც ფედრაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ სხდომის დაწყებისას განაცხადა, სხდომაზე იმსჯელებენ იმ გაყიდულ საფეხბურთო თამშებზე, რომელიც ბოლო პერიოდში გამოვლინდა.
სხდომაზე ასევე განხილული იქნება ის სამი თამაში, რომლის გამოძიებაზეც რეკომენდაცია ფეხბურთის ფედერაციას უეფამ მისცა. ერთ-ერთი ვერსიით ამ ე.წ. ტოტალიტაზორულ გარიგებებში საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე 125 ფეხბურთელია ჩაბმული. თუ ეს ფაქტი დადასტურდა შეიძლება საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი ჩაიშალოს. კონკრეტული გადაწყვეტილებები სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.