გურჯაანის რაიონის სოფელ ჭერემს 16 წელია ელექტროენერგია არ მიეწოდება. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაცით, აღნიშნულის გამო სოფელი ნელ-ნელა ცარიელდება და იქ ამჟამად მხოლოდ 18 კომლი ცხოვრობს, მაშინ, როცა წლების წინ იქ ასზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა.
სოფელს უშუქობის გარდა გზებსა და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემებიც აქვს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი შოთა უტიაშვილი განმარტავს, რომ სოფლის დახმარების პროგრამით, ჭერემში წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება მიმდინარე წელს იგეგმება.