საქართველოს პრემიერი-მინისტრი ნიკა გილაური თურქ კოლეგას, რეჯებ ტაიპ ერდოღანს შეხვდა.
შეხვედრა თურქეთში, ნაკლებად განვითარებული ქვეყნების შესახებ კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკა გილაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი ენერგეტიკულ პროექტებსა და თურქული კომპანიების მიერ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ახალი ინვესტიციების ჩადებას შეეხო.
"ამასთან, ვისაუბრეთ საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელ 500-მეგავატიან ელექტროგადამცემ ხაზსა და იმ კონტრაქტზე, რომელიც ამ ხაზის კომერციულ მართვასთან დაკავშირებით საქართველო-თურქეთს შორის უნდა გაფორმდეს. გარდა ამისა, საუბარი გვქონდა სარფის საბაჟო პუნქტის ერთობლივ მართვაზე და შეთანხმებასაც მივაღწიეთ", - განაცხადა გილაურმა.
მისივე განმარტებით, მაისის ბოლოს საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრი პირადად ჩამოვა და სარფის განახლებული საბაჟოც სწორედ მისი ვიზიტის ფარგლებში გაიხსნება.