დღეს, 10 მაისს, ფეხბურთის აღმასკომის სხდომა გაიმართება, სადაც გაყიდულ საფეხბურთო თამაშებზე იმსჯელებენ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის, დავით ნამგალაურის თქმით, სასჯელი კომპლექსური უნდა იყოს, უნდა მიესაჯოთ დისკვალიფიკაცია იმ სპორტსმენებს, ვინც ამაში ჩართული იყო.
სპორტული სამყაროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაყიდული თამაშების საქმეში გაცილებით მეტი ადამიანის გვარი ფიგურირებს.
ერთ-ერთი ვერსიით, მაქინაციებში 125 ფეხბურთელი იყო ჩართული. თუ ყველა მათგანის პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში დადგება, შესაძლოა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პარალიზება მოხდეს.