დღეს, 10 მაისს, გერმანიაში, დიუსელდორფში, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალი გაიმართება.
"ევროვიზიის" კონკურსის ქართველ მონაწილეთა ჯგუფი "Eldrine" დიუსელდორფში უკვე გაემგზავრა. მათ გამოსვლას მაყურებელი პირველად 10 მაისს შეაფასებს. წარმატების შემთხვევაში, ჯგუფი ფინალში გადავა.
რიგით 56-ე გრანდიოზულ სანახაობას გერმანია მასპინძლობს. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალები - 10 და 12, ხოლო ფინალი - 14 მაისს ქალაქ დიუსელდორფში შედგება. ევროვიზიის კონკურსში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს.