10 მაისს გერმანიაში, დიუსელდორფში, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალი გაიმართება.
"ევროვიზიის" კონკურსის ქართველ მონაწილეთა ჯგუფი "Eldrine" დიუსელდორფში უკვე გაემგზავრა. მათ გამოსვლას მაყურებელი პირველად 10 მაისს შეაფასებს. წარმატების შემთხვევაში, ჯგუფი ფინალში გადავა.
რიგით 56-ე გრანდიოზულ სანახაობას გერმანია მასპინძლობს. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალები - 10 და 12, ხოლო ფინალი - 14 მაისს ქალაქ დიუსელდორფში შედგება. ევროვიზიის კონკურსში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს.