"ყველა ოკუპაცია დასრულდება",_განაცხადა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯვარში სამამულო ომის გმირის მელიტონ ქანთარიას საფლავის პატივის მიგებისას მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მან სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტისგან 9 მაისთან დაკავშირებით მისალოცი ბარათები მიიღო.
"გუშინ მივიღე უკრაინის პრეზიდენტის წერილი, რომელიც მილოცავდა ამ დღეს, ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ძალიან თბილი ადამიანური ემოციით აღსასვსე წერილი ამ დღესთან დაკავშირებით. ჩვენ ეს ურთიერთობები არ უნდა დავკარგოთ, რადგან ბელორუსის, უკრაინის მიწები მორწყულია ქართველების სისხლითა",_აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილმა მელიტონ ქანთარიას საფლავი გვირგვინით შეამკო. მანვე საბჭოთა კავშირის გმირის საფლავთან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე ისაუბრა.