საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში აეროპორტის ასაფრენი ბილიკი გაიხსნა. პირველი რეისი თავად სააკაშვილმა შეასრულა. მან "სესნას" ტიპის თვითმფრინავი პირადად მართა.
ქვეყნის პირველი პირი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ დაჰპირდა, რომ მალე ზუგდიდში იტალიელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული აეროპორტი გაიხსნება, რეისები კი მესტიისა და ბათუმის მიმართულებით შესრულდება.
სააკაშვილის მტკიცებით, წელს ავტობანის მშენებლობაც უნდა დამთავრდეს.
"ზუგდიდმა რუკაზე მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკაოს. ეს დიდი ქალაქია და აქ აეროპორტი აუცილებელია. 10 აეროდრომს ვაშენებთ საქართველოში და დაგპირდით, რომ მათ პირადად გავხსნი. ამისთვის თვითმფრინავის მართვაც ვისწავლე. ზუგდიდი მალე გახდება ისეთი ცენტრი, როგორიც უნდა იყოს", - აღნიშნა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისსაც სტუმრობდა.