კოკოითის გააქტიურება განპირობებულია იმით, რომ იგი თანდათან მოსკოვის მხარდაჭერას კარგავს. ეს განცხადება ინტერნეტ გვერდ "Uasamonga.ru"-ს დამფუძნებელმა სოსლან კოკოევმა გააკეთა გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობამ რუსეთის იმ მოქალაქეების ნუსხა შეადგინა, რომლებსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ.
კოკოევის თქმით, მოსკოვის მხარდაჭერის დაკარგვა ცხადი მას შემდეგ გახდა რაც რუსეთის პოლიტიკურმა, საზოგადოებრივმა და სპორტულმა საზოგადოებამ კოკოითი გააკრიტიკა. კრიტიკის მიზეზი ცხინვალში მომხდარი ინციდენტი იყო, როდესაც რუსი სპორტსმენების დელეგაციის დაკავებას, რომელსაც ჯამბოლატ თედეევი ხელმძღვანელობდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ომონის წარმომადგენლები შეეცადნენ და მათ შორის ინციდენტიც მოხდა.
"რუსებზე გულაცრულებული კოკოითმა, რომლებიც აშკარად არ უჭერენ მხარს კოკოითის პოლიტიკურ შეშლილობას, ხისტი იზოლაციონალიზმის გზა აირჩია. მან საბოლოოდ გაიფუჭა რუსათთან საქმე. ეს კი, როგორც ყველას მოეხსენება ერთადერთი ადგილია მსოფლიოში სადაც იგი თავს მეტნაკლებად დაცულად გრძნობს. ამჟამად კი იგი ძალღონეს არ იშურებს ცხინვალში თავისი ისედაც მყიფე პოზიციის გასამყარებლად", _ აცხადებს სოსლან კოკოევი და იმასაც შესაძლებლად მიიჩნევს, რომ კოკოითმა თავისი ხელისუფლების შესანარჩუნებლად ისეთ უკიდურესობებსაც მიმართოს, რომლებსაც შიდადაპირპირებამდე და სისხლისღვრამდეც კი ძალუძს მისვლა.