ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობამ რუსეთის იმ მოქალაქეების ნუსხა შეადგინა, რომლებსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ეხო კავკაზა" ვლადიკავკაზში არსებულ საკუთარ კორესპოდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის სიაში უკვე რუსეთის 21 მოქალაქეა შეტანილი.
"ამის სიის შესახებ ჩემთვის ცნობილი არაოფიაცილური წყაროებიდან გახდა. როგორც ჩემი მოსაუბრეები ამტკიცებენ ამ ადამიანებს "რუკ"-ის საგუშაგოდან შემოწმების შემდგე უკან გააბრუნებენ. ეს სააგენტო როკის გვირაბის ჩრდილოეთის მხარეს გახსნეს 18 აპრილს რუსი ძალოსნების სახრეთ ოსეთში ჩასვლის წინ. სავარაუდოდ "სავ სიაში" მოხვედრილნი არიან იმ მოგზაურობის მონაწილენი:
თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბოლატ თადეევი და ე.წ. სამრეთ ოსეთის ყოფული თავდაცვის მინისტრი ანატოლი ბარანკევიჩი", _ წერს ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ აღნიშნულ "შავ სიაში" ასევე არიან ოპოზიციის წარმომადგენლები: ვეტერანი ვლადიმერ ძუცაი, პოლიტიკოსი როლანდ ქელეხსაევი და საზოგადოებრივი მოღვაწე ვლადისლავ კოზაევი.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. სპეცსამსახურების წარმომადგენლებსა და რუსეთიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩასულ რუს სპორტსმენთა დელეგაციის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულმა ინციდენტმა რუსეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია.