"ქართული პარტიის" ლიდერებმა სოზარ სუბარმა, ლევან გაჩეჩილაძემ და ეროსი კიწმარიშვილმა გურჯაანში დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ომის ვეტერანებს შეხვდნენ. ვეტერანები მათ სოციალურ პრობლემებზე ესაუბრნენ და „სააკაშვილის სახლში გაშვება" სთხოვეს.
„ქართული პარტიის" აქციაში დაახლოებით 600-მდე ადამიანი მონაწილეობს. აქციის მონაწილეების სრული უმრავლესობა ავტობუსებით თბილისიდან არის ჩამოყვანილი. სატრანსპორტო საშუალებების სიმრავლის გამო რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო გურჯაანი - თბილისის ავტომაგისტრალის ახტალის მონაკვეთი.
გზის გახსნას საპატრულო პოლიცია ცდილობდა.