"თავისუფალი დემოკრატები" ქართველ ხალხს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავენ.
"გვინდა განსაკუთრებით მივულიცოთ II მსოფლიო ომის ვეტერანებს, ომში დაღუპული მემომრების ოჯახის წევრებს და აღვნიშნოთ, რომ მათი ღვაწლი ფასდაუდებელია XX საუკუნის ამ საშინელი სენის განადგურებაში", - ნათქვამია ირაკლი ალასანიას პარტიის განცხადებაში.
"თავისუფალი დემოკრატები" მიიჩნევენ, რომ ვეტერანები სახელმწიფოს მიერ უფრო დაფასებულნი უნდა იყვნენ და ხელისუფლება მათ პრობლემებზე სისტემატურად უნდა ზრუნავდეს.
"სახელმწიფოს სიძლიერისა და თავდაცვიუნარიოანობის ხარსხი მნიშვნელოვანწილადაა განპირობებეული იმით , თუ როგორ ექცევა ხელისუფლება ომის ვეტერანებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ირაკლი ალასანია და პარტიის წარმომადგენლები უცნობი ჯარისკაცის საფლავს 11:00 საათზე გვირგვინით შეამკობენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ფაშიზმზე გამარჯვებიდან 66-წლისთავი აღინიშნება.