ინდოეთში მყოფ ქართველ მეზღვაურებს პასპორტები დაუბრუნეს. დღეს კი იმ მეზღვაურებს, რომლებთანაც გამოძიებას კითხვები არ აქვს, შესაძლოა, ქვეყნის დატოვების უფლებაც მისცენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებებში ჩართულ საქართველოს წარმომადგენლობას პირობა მისცეს, რომ ყველას, ვინც ეკოლოგიურ ზარალსა და გემის ჩაძირვაში დამნაშავე არ არის, სამშობლოში დააბრუნებენ.
დაკავებული ქართველები ადგილზე უკვე თავისუფლად გადაადგილდებიან. თუმცა ქვეყნიდან გასვლის უფლებას სამართალდამცავები არ აძლევენ.
შეგახსენებთ, ქართველი მეზღვაურები ინდოეთში ერთი თვის წინ აღმოჩნდნენ, მას შემდეგ, რაც თურქული კომპანიის კუთვნილი გემი ინდოეთის ოკეანეში ჩაიძირა.