დღეს, 9 მაისს, მალაიზიაში დაკავებული ერთ-ერთი ქართველის, დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
რა სტადიაზე საქმის განხილვა უცნობია. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მალაიზიურ მხარეს საქმის წარმოების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა არ სურს.
რაც შეეხება მეორე დაკავებულს, წინასწარი ინფორმაციით, ბაბუცა გორდაძის საქმეზე განმეორებითი მოსმენა მაისის ბოლოს უნდა განახლდეს.
შეგახსნებთ, რომ დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორგაძე მალაიზიის ქალაქ მენგატილში დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გადატანის ფაქტზე გასული წლის ოქტომბერში დააკავეს. ბრალდება ადგილობრივი კანონმდებლობით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.