ხვალ, 9 მაისს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოწყობა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, მცხეთის მუნუციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ, მცხეთის კულტურის სახლში დაგეგმილია ომის ვეტერანებთან ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამოს ჩატარება, რომლის შემდეგ, ყვავილებით შეიმკობა სამამულო ომში დაღუპუთა ობელისკი. ზემოაღნიშნული ღონისძიებების დასრულების შემდგომ კი გაიმართება საზეიმო ვახშამი.
დუშეთის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ყვავილებით შეიმკობა ომში დაღუპულთა მემორიალი და ვეტერანთათვის გაიმართება საზეიმო კონცერტი.
მსგავსი ღონისძიება იგეგმება თიანეთის მუნიციპალიტეტშიც, სადაც 9 მაისს, გამგეობის ხელმძღვანელობის მიერ, მოეწყობა სამამულო ომის ვეტერანებთან შეხვედრა, ჩატარდება სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი, რომლის დასრულების შემდეგ, სამამულო ომის ვეტერანთათვის დაგეგმილია ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გადაცემა, დღის ბოლოს კი, მოეწყობა საზეიმო ვახშამი.
9 მაისის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები იგეგმება ასევე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. სოფელ სიონში, შინმოუსვლელთა ობელისკთან გაიმართება გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელები. Oომის ვეტერანთათვის განსაზღვრულია ასევე ერთჯერადი ფულადი დახმარების გადაცემა.