შსს-ს კალათბურთელს ბესიკ ლეჟავას მსაჯის შეურაცხყოფისთვის წელიწადნახევრიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
აღნიშნული გადაწყვეტილბა კალათბურთის ფედერაციაში სადისციპლინო კომიტეტმა რამდენიმე საათანი სხდომის შემდეგ მიიღო.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, ლეჟავა 2013 წლის 1 იანვრამდე დისკვალიფიცირებულია, გარადა ამისა მას დაეკისრა 1000 დოლარიანი ფინანსური სასჯელიც.
სხდომას შსს-ს კალათბურთელი ბესიკ ლეჟავაც დაესწრო და სპორტის სასახლეში მატჩის დროს მომხადრი დაპირისპირების გამო ბოდიში მოიხადა.
აღსანიშნავია, რომ ლეჟვას თანაგუნდლები აცხადებენ, რომ მსაჯებით უკმაყოფილობი არიან და კუპატაძის მხრიდან შეურაცხყოფას და პროვიკაციებს ჰქონდა ადგილი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კი კალათბურთის ფედერაციაში სადისწიპლიმნო კომიტეტი რამდენიმე საათია უკვე მსჯელობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სპორტის სასახლეში გამართული შსს-"სოხუმის" მეოთხედფინალური სერიის ბოლო, მესამე მატჩი ინციდენტის გამო შეწყდა.
შეხვედრა ძირითადი დროის ამოწურვამდე, მსაჯმა მაკა კუპატაძემა შსს-ს კალათბურთელი ბესიკ ლეჟავა სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოედნიდან გააძევა, ამ უკანასკნელმა კი თავი ვერ შეიკავა და ფიზიკურად გაუსწორდა.
ამას გულშემატკივართა აღშფოთება დაერთო და მსაჯებმა შეხვედრის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ეპიზოდისთვის ანგარიში "სოხუმის" სასარგებლოდ 79:75 იყო, შესაბამისად გამარჯვებულად "სოხუმი" ჩაითვალა.