ახალი ორლეანის ერთ-ერთი რაიონის პროკურატურამ ნიკოლას ქეიჯის სისხლის სამართლებრივ დევნაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ მსახიობის ადვოკატმა განაცხადა.
ნიკოლას ქეიჯი აპრილის ერთ დილას ახალ ორლეანში დააკავეს. იგი მეუღლეს ხმამაღლა უყვიროდა. ამ ფაქტის თვითმხილველებმა ქუჩაში პოლიციას გამოუძახეს.
სამართალდამცავების შეთავაზებაზე, იქნებ სახლში დაბრუნებულიყო, ნასვამი ქეიჯი მათ კითხვითვე მიუბრუნდა და დაინტერესდა, რატომ არ აპატიმრებდნენ. გარდა ამისა, თვითმხილველები ირწმუნებოდნენ, რომ მსახიობმა მეუღლეს დაარტყა კიდეც.
ამის შემდეგ მსახიობი დააკავეს და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და ოჯახში ძალადობაში დაანადანაშაულეს. ქეიჯი გირაოს გადახდისთანავე სახლში გაუშვეს.
თავის მხრივ, ნიკოლას ქეიჯის მეუღლე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას არ მოითხოვს და აცხადებს, რომ ქეიჯს მისთვის არ დაურტყამს.