კვენტინ ტარანტინომ ვილ სმიტი საკუთარ მომდევნო ფილმ-ვესტერნში "გათავისუფლებული ჯანგო" მთავარ როლზე მიიწვია.
რეჟისორმა "კრიმინალური საკითხავისთვის" ახალი სცენარი დაწერა და ეს როლი თავიდანვე ვილ სმიტისთვის გაითვალისწინა.
გავრცელებული ინფორმაციით, "შავმა ვარსკვლავმა" 20 მილიონიან ჩვეულ ჰონორარზე შეიძლება უარი თქვას, რათა ტარანტინოსთან მისთვის უჩვეულო როლი შეასრულოს.
სურათის მთავარი გმირი მონა იქნება, რომელსაც გერმანელი მონადირე გაათავისუფლებს. გერმანელი მონადირის როლს ქრისტოფ ვალცი შეასრულებს, რომელიც ტარანტინოს უფრო ადრეულ ფილმში მონაწილეობდა, სახელწოდებით "სახელგატეხილი ნაბიჭვრები", რამაც მსახიობს "ოსკარი" მოუტანა.
თავად ჯანგო თავგადასავლების ძიებაშია. ქრისტოფ ვალცის გმირთან ერთად ისინი ფულის გამო ბოროტმოქმედებს ხოცავენ, მოგვიანებით კი მთავარი გმირის მეუღლის მონობიდან გასათავისუფლებლად გაემართებიან.
მედიასაშუალებების ინფორმაციით, ტარანტინო აპირებს, რომ სემუელ ჯექსონი ბოროტი პლანტატორის როლზე მიიწვიოს.