Ruwa - სასმელი მდიდრებისთვის, სულ რაღაც 5,5 მლნ დოლარად. როგორც ცნობილია, მუსლიმანურ აღმოსავლეთში სასტიკადაა აკრძალული ალკოჰოლური სასმელების მიღება. თუმცა, ბრიტანული კომპანიისთვის Beverage Company -ეს დაბრკოლებად არ ქცეულა, რათა არაბეთის გაერთიანებული ემირატების ბაზარზე ექსკლუზიური წინადადებით შესულიყო.
Ruwa - მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული უალკოჰოლო სასმელია, რომელიც დამზადებულია ანწლის ექსტრაქტზე.
მისი ღირებულება 5.000.000 დოლარის ექვივალენტია.
"ზუსტად ეს შეეფერება ადამიანებს, რომელთაც არ სურთ მიიღონ ალკოჰოლური სასმელი, მაგრამ აქვთ საკუთარი სტილი და კარგად ერკვევიან ფუფუნების საგნებში",-იცავენ საკუთარ პოზიციას პროდუქციის მწარმოებლები.
თანხას ნაწილობრივ ამართლებს ბროლს სურა, რომელშიც ჩასხმულია Ruwa, ის მორთულია 8000 ალმასით, 200 ლალით და თეთრი ოქროს კორპით.
სასმელის ყველა მყიდველი სასიამოვნო დამატებად ვარდების ან ანწლის თაიგულს მიიღებს საჩუქრად. მათთვის, ვისი ბიუჯეტიც შეზღუდულია, არის უფრო იაფი ვარიანტი - 817.000 დოლარად.