აჭარა აქტიურ ტურისტულ სარეკლამო კამპანიას იწყებს. ამიერიდან, აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციის მიღება Google-ის, Myvideo-სა და Facebook-ის საშუალებით იქნება ხელმისაწვდომი.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა დიასამიძის თქმით, ტურისტული სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, აჭარის ტურისტული ბანერები უკვე განთავსდა Google-ზე, Myvideo-სა და Facebook-ზე. დიასამიძის თქმით, Myvideo-სა და Facebook-ზე სარეკლამო ბანერები ერთი თვის განმავლობაში განთავსდება, ხოლო Google-ზე, რეკლამა დაახლოებით 10 ათასი უნიკალური მომხმარებლის დაკლიკებამდე დარჩება.
აღსანიშნავია, რომ სარეკლამო კამპანიის დაწყების პერველივე დღეს, აჭარის ტურისტულ ვებრესურსს დამატებით 2000 უნიკალური ვიზიტორი ათვალიერებს
დიასამიძის თქმით, დამატებითი ტურისტული ნაკადის მოსაზიდად აქტიური მარკეტინგული კამპანიის წარმოება მნიშვნელოვანი ფაქტორია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 2011 წელს აჭარა დაახლოებით 1,4 მლნ. ტურისტს ელოდება, მაშინ როდესაც გასულ წელს, რეგიონს 950 ათასი ვიზიტორი სტუმრობდა.
აღსანიშნავია, რომ აჭარის ტურისტული რეკლამა რამდენიმე ქვეყნის ტელევიზიით უკვე გადის.