დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ თბილისში სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ახალი ცენტრი გახსნა. "ბი ემ სი გორგია" წერეთლის გამზირზე მდებარეობს.
სააბაზანო ოთახები, უმაღლესი ხარისხის სანტექნიკა, აქსესუარები და სხვადასხვა სახის მოსაპირკეთებელი მასალები - ამ ყველაფრის შეძენას "ბი ემ სი გორგიაში" მომხმარებლები საბითუმო ფასებში შეძლებენ. ცენტრში 250 ადამიანია დასაქმებული.
კომპანია თბილისის მერიასთანაც თანამშრომლობს და უახლოეს მომავალში სავაჭრო ცენტრში თბილისის მერიის დასაქმების ბაზიდან კიდევ 5 ადამიანი დასაქმდება.
დედაქალაქის მერმა სამშენებლო ბიზნესის განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.