თაბუკაშვილის ქუჩაზე ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს განახლებული შენობა გაიხსნა.
ოთხსართულიანი გამჭვირვალე შენობა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგლესთან ერთად გახსნა.
თბილისში პოლიციის ეს რიგით მეჩვიდმეტე შენობაა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.
თაბუკაშვილზე არსებული პოლიციის ეს შენობა მთაწმინდისა და სოლოლაკის მოსახლეობას მოემსახურება, ოთხსართულიან შენობაში 50 უბნის ინსპექტორი და 20 დეტექტივი იმუშავებს. ძველი თბილისის სამმართველოს განყოფილება შინაგან საქმეთა სამინისტოს პროექტის ინფრასტრუქტურის ფარგლებში განახლდა.