The Beatles-ის ერთ-ერთი წევრი სერ პოლ მაკარტნი მესამედ ქორწინდება. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
68 წლის მუსიკოსი ნიუ-იორკში მცხოვრები 51 წლის მეწარმის ნენსი შეველის ცოლად შერთვას აპირებს. ქორწილის თარიღი ჯერჯერობით არ კონკრეტდება. მაკარტნი და შეველი უკვე ოთხი წელია, ერთად არიან.
პოლ მაკარტნის პირველი მეუღლე, ლინდა 1998 წელს კიბოთი დაიღუპა. მოგვიანებით, 2002 წელს, მომღერალი ჰიზერ მილსზე დაქორწინდა, თუმცა მას 2008 წელს გაეყარა.
რაც შეეხება ნენსი შეველს, იგი 20 წელზე მეტი ხნის მანძილზე იურისტისა და პოლიტიკური მოღვაწის ბრიუს ბლეკმანის მეუღლე იყო. მაკარტნის რჩეული ქალი ნიუ-იორკის სატრანსპორტო სამმართველოს დირექტორთა საბჭოს წევრია.