რუსთავში პოლიციამ "სახალხო კრების" აქციის მონაწილეები დააკავა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კრების პრესსამსახურიდან აცნობეს, დაკავებულია აქციია 10-მდე მონაწილე, მათ შორის- ერთი არასრულწლოვანი.
"აქციის მონაწილეების დაკავება პოლიციელებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც აქციაზე მისულმა ერთ-ერთმა უცნობმა მამაკაცმა სამართალდამცველს ხელი გაარტყა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციის მაღალჩინოსნის ვალერი დუღაშვილის სახლთან აქცია უკვე სრულდებოდა. ამ მამაკაცს აქციის მონაწილეები არ იცნობდნენ", - აცხადებენ კრებაში.
აქცია რუსთავის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ვალერი დუღაშვილის სახლთან იმართებოდა. დუღაშვილს კრება კორუფციაში ადანაშაულებს.