გუშინ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მდებარე ერთ-ერთ სახლში სახლის მეპატრონესა და სტუმრებს შორის ჩხუბი მოხდა. თავდაპირველად მეზობლებმა ხმაური გაიგეს, რასაც მოგვიანებით სროლის ხმაც მოჰყვა, რის შემდეგაც მეზობლებმა პოლიციას მიმართეს.
როგორც საფრანგეთის მედიასაშუალებები იტყობინებიან, სახლთან მისულმა პოლიციელებმა შენობიდან გამოსული ადამიანი ორ ბავშვთან ერთად შენიშნეს, რომელიც სადღაც წასვლას ჩქარობდა.
დაკავების შემდეგ გაირკვა, რომ იგი საქართველოს მოქალაქე იყო, რომელიც ბინას ქირაობდა.
პოლიციის სამმართველოში დაკითხვისას მან აღიარა, რომ ჩხუბის დროს ორი ადამიანი დაჭრა_სომხეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები. მისი მეუღლე, რუსეთის მოქალაქე კი ამ დროს გამგზავრებული იყო.
პოლიციის ინფორმაციით,სომხეთის მოქალაქის სხეულიდან 22 კალიბრიანი პატრონა ამოიღეს, თუმცა მისი წარმომავლობა ჯერ არ დაუდგენიათ.