თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი, "თბილისი არტ ჰოლში" წარმოდგენას გამართავს.
14 და 15 მაისს ალექსანდრე კრეინის ბალეტი "ლაურენსია" იქნება წარმოდგენილი, რომლის ლიბრეტო და ქორეოგრაფია ვახტანგ ჭაბუკიანს ეკუთვნის, ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა კი ნუკრი მაღალაშვილისაა.
მთავარ როლებს ლალი კანდელაკი (ლაურენსია) და ვასილ ახმეტელი (ფრონდოსო) შეასრულებენ.