რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოს სეპარატისტთა ლიდერს სამადლობელი წერილი გაუგზავნა, რომელშიც გულთბილი მიღებისთვის მადლობას უხდის.
"მინდა თქვენ, სახელმწიფო ხელმძღვანელობის ყველა წევრს და რესპუბლიკის მოსახლეობას მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მიღებისა და სტუმართმოყვარეობისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ცხინვალში გამართული შეხვედრები ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გამყარებას", - ნათქვამია სერგეი ლავროვის მიერ კოკოითისთვის გაგზავნილ წერილში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს მიმდინარე წლის 25-26 აპრილს სტუმრობდა.