თბილისის საქალაქო სასამართლო სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მომხდარი, საფრანგეთის მოქალაქის სტეფან კოჰენის მკვლელობის საქმის განხილვას დღეს განაახლებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს"დაზარალებული მხარის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, სასამართლო მოწმეთა დაკითხვას განაგრძობს.
"დღევანდელ პროცესზე მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდება. ამასთან, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მოხდეს თუ არა ფრანგი მოწმეების დაკითხვას, რომლებიც სტეფან კოჰენის თანამშრომლები და მეგობრები არიან და გარდაცვლილის პიროვნული მახასიათებლების შესახებ ფლობენ ინფორმაციას", - განმარტა კბილაშვილმა.
როგორც ცნობილია, საფრანგეთის მოქალაქე სტეფან კოჰენი სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტის" ერთ-ერთ ნომერში 26 იანვარის ღამეს მოკლეს. ის ფრანგული კომპანია " SISTRA"-ს წარმომადგენელი იყო, რომელიც თბილისის მერიასთან ერთად სატრანსპორტო მარშუტების შემუშავებაზე პროექტს ახორციელებდა. მის მკვლელობაში 17 წლის არასრულწლოვანია ბრალდებული, რომელსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება.