დაღესტანში გზის სავალ ნაწილზე პოლიციელების ავტომანქანის გადაადგილების დროს ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რის შემდეგაც პოლიციელების მიმართულებით, უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ერთი პოლიციელი და ერთი დაიჭრა.
დაღუპული პოლიციელი მთავარი-ინსპექტორი-კინოლოგი იყო. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოგვიანებით, შემთხვევის ადგილთან ახლოს სამართალდამცავებმა ბოევიკების სამალავი აღმოაჩინეს საიდანაც ამოიღეს 90 ტყვია, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ექსტრემისტული ხასიათის ლიტერატურა აღმოაჩინეს.