5 მაისს დიუსელდორფში საქართველოს კულტურის დღე მოეწყობა. ამ დღისთვის გერმანიაში სოფო ხალვაში და სოფო ნიჟარაძე ჩავლენ.
"ევროვიზიის" კონკურსის ქართველ მონაწილეთა ჯგუფი "Eldrine" დიუსელდორფში უკვე გაემგზავრა. მათ გამოსვლას მაყურებელი პირველად 10 მაისს შეაფასებს. წარმატების შემთხვევაში, ჯგუფი ფინალში გადავა.
რიგით 56-ე გრანდიოზულ სანახაობას გერმანია მასპინძლობს. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალები - 10 და 12, ხოლო ფინალი - 14 მაისს ქალაქ დიუსელდორფში შედგება. ევროვიზიის კონკურსში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს .