საქართველოს ეკონომიკური განვიტარების მინისტრი, ზურაბ პოლოლიკაშვილი აცხადებს, რომ ლატვიელი ბიზნესმენები კონკრეტულ ბიზნესპროექტებს მომავალი წლიდან განახორციელებენ.
როგორც სასტუმრო "რესისონში" ლატვია-საქართველოს ბიზნესფორუმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პოლოლიკაშვილმა განუცხადა, საქართველოსა და ლატვიას შორის ბიზნესურთიერთობები მზარდია, თუმცა არა დამაკმაყოფილებელი.
პოლოლიკაშვილის თქმით, ორ ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს სერიოზული ბიზნესპროექტების განხორციელების თვალსაზრისით.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში ბიზნესმენების დაინტერესება არსებობს ჩვენი ქვეყნის მიმართ. მომავალი წლიდან კონკრეტული პროექტები განხორციელდება. ბიზნესურთიერთობების დინამიკა ამ ეტაპზე არის მზარდი, მაგრამ არა დამაკმაყოფილებელი და ჩვენ ამ ადამიანების მეშვეობით უნდა გავზარდოთ დინამიკა. დავგეგმეთ ორმხრივი კონსულტაციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", _ განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
"რედისონში" ბიზნეს ფორუმის პარალელურად ასევე წარმოდგენილი იყო ლატვიური პროდუქციის გამოფენა.