რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ფედერაციის საბჭოში წინადადება შეიტანა, რომლის მიხედვითაც ითხოვს რუსეთის პრეზიდენტს მიეცეს უფლება რუსეთის ფარგლებს გარეთ, "რუსეთისა და მისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად" ოპერატიულად გამოიყენოს ქვეყნის შეიარაღებული ძალები.
"სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების ინტერესების დაცვისა და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რუსეთის პრეზიდენტს მიეცეს საშუალება იმისა, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ოპერატიულად გამოიყენოს შეიარაღებული ძალები საერთაშორისო სამართლის საერთოდ მიღებული და საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად, ასევე გაფორმებული ხელშეკრულებებითა და ფედერალური კანონის შესაბამისად",_ იუწყება რუსული მედია.
ამას გარდა, კრემლის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ ეს წინადადებები შეტანილია რუსეთის კონსტიტუციის "გ" პუნქტის, 1 ნაწილის 102-ე მუხლისა და 1996 წლის 31 მაისს მიღებული ფედერალური კანონის შესაბამისად.