დღეს, სასტუმრო "რედისონში" საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და ლატვიის ინვესტიციებისა და განვითარების სააგენტოს ორგანიზებით საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმი ჩატარდება. ბიზნესფორუმს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახსნის.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები - მიხეილ სააკაშვილი და ვალდის ზატლერსი მიმართავენ.
შეგახსენებთ, რომ ლატვიის ოფიციალური დელეგაცია ბიზნესსექტორის წარმომადგენლების თანხლებით წუხელ აჭარაში ჩამოვიდა.