ამერიკის შეერთებული შტატების და საბერძენთის მთავრობების ხელშეწყობით, საერთაშორისო ეკონომიკის სკოლაში საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მთავრობების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონალური ენერგეტიკული პოლიტიკისა და ენერგეტიკული რესურსების მენეჯმენტის საკითხები. SYNENRGY წარმოადგენს ა.შ.შ.-ს და საბერძნეთის Hellenic Aid-ის ერთობლივ პროექტს. ორდღიანი შეხვედრის დროს მხარეები განიხილავენ ენერგეტიკული სისტემების შესაძლებლობების გაზრდის პერსპექტივებს.
შეხვედრა გახსნეს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა იოაკიმ პარკერმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა.
როგორც მარიამ ვალიშვილმა განაცხადა, ენერგოსისტემაში განხორციელებული რეფორმების შემდეგ საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული რეგიონში ინტეგრირებული ენერგოსისტემის შესაქმნელად. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობით ქართული ენერგოსისტემა შეძლებს უფრო ხარისხიანი და გრძელვადიანი დაგეგმარებით მიაღწიოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას.
SYNENRGY მუშაობს ათენის ენერგეტიკულ საბჭოში მონაწილე ქვეყნებთან, იმისათვის, რომ მათ შეიმუშაონ ენერგეტიკული რესურსების დაგეგმარების ერთიანი პრინციპები. ამ სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები განიხილავენ მოდელირების საკითხებს.